11:29 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-25 14:23:01, 640 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ  ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით  ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 მაისს, ზუგდიდში ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლეს  ჩაქუჩით თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ", „კ" და „მ" ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics