|
2024-05-24 14:53:06, 428 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი - მოვუწოდებთ მთავრობას, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სისტემური და მკაცრი პოლიტიკა გაატაროს
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაატაროს სისტემური, თანმიმდევრული ზომები და მკაცრი პოლიტიკა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და მაისის თვეში, საქართველოში 4 ქალის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. ომბუდსმენის განცხადებით, იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს, აუცილებელია საკანონმდებლო ბაზის გაძლიერება, მოქმედი კანონმდებლობის თანმიმდევრული აღსრულება და ძალადობისგან გადარჩენილთათვის დახმარების სერვისებით უზრუნველყოფა. „საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, მაისის თვეში, საქართველოში ოთხი ქალის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. ძალადობის ეს შემზარავი ფაქტები არა მხოლოდ გვართმევს შვილებს, დედებს და დებს, არამედ ძირს უთხრის უსაფრთხოების, პატივისცემისა და თანასწორობის ღირებულებებს, რომელთა დაცვასაც ჩვენ ვცდილობთ. საქართველოს სახალხო დამცველი ცალსახად გმობს ძალადობას. ფემიციდი, გენდერული ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმა და ადამიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფაა. ყოველი ინციდენტი მკაფიო შეხსენებაა იმ ყოვლისმომცველი გამოწვევების შესახებ, რომლებსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან. იმისათვის, რომ მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა, საკანონმდებლო ბაზის გაძლიერების, მოქმედი კანონმდებლობის თანმიმდევრული აღსრულებისა და ძალადობისგან გადარჩენილთათვის დახმარების სერვისების უზრუნველყოფით. ფემიციდის მონიტორინგის შედეგად, იკვეთება, რომ ქალის როლის შესახებ საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული შეხედულებები კვლავ რჩება ფემიციდის გამომწვევ ძირეულ პრობლემად. საპასუხოდ კი, გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად აუცილებელია, სახელმწიფოს მიერ გატარებულ იქნას კომპლექსური და ყოვლისმომცველი ზომები, რომელიც მოიცავს განათლებას, ეკონომიკურ გაძლიერებას და მავნე სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლას. კაცები და ბიჭები ასევე უნდა იყვნენ ჩართულნი, როგორც მოკავშირეები ამ ძალისხმევაში, აღიარონ თავიანთი როლი პატივისცემისა და თანასწორობის კულტურის განვითარებაში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მუდმივად ახორციელებს გენდერული ძალადობის შემთხვევების მონიტორინგს, მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის ინსტიტუტებთან და გააგრძელებს პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას და იცავს ქალთა უფლებებს. ქვეყანაში არსებულ სხვა გამოწვევებთან ერთად, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ქალთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოების უფლებები, შესაბამისად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას - გაატაროს სისტემური, თანმიმდევრული ზომები და მკაცრი პოლიტიკა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)