20:57 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-23 19:29:38, 391 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი კობახიძის განცხადებაზე - გამაოგნებელია, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობაზე ხაზგასმა პირადი საუბრისას გამაოგნებელია.

"მე პრემიერმინისტრმა მაცნობა ამის შესახებ და მართლაც გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა, ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში ხსენება ამ ფაქტის და გამაოგნებელია ეს რა თქმა უნდა. დამატებით კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს მმართველ გუნდს დაემუქრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics