15:07 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-23 13:57:29, 339 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში ბმა-ს პროგრამით წყალარინების ქსელი რამდენიმე მისამართზე იცვლება

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, წითელ ხაზებში არსებული წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ამჟამად, 23 მისამართზე დასრულდა, სამ მისამართზე -  მიმდინარეობს.

„მათ შორის, სამუშაოები III ა მიკრორაიონის  N15ა კორპუსში, ექვსივე  სადარბაზოში ხორციელდება, სადაც, ქსელი დაახლოებით, 421 გრძივ მეტრზე იცვლება და აღნიშნულისთვის  102 587  ლარი დაიხარჯება.

ასევე, სამუშაოები მუხიანის IV ბ მიკრორაიონის N35 კორპუსთან მიმდინარეობს,  სადაც  შიდა და გარე ქსელი რვავე სადარბაზოში დაახლოებით, 755  გრძივ მეტრზე იცვლება და აღნიშნულისთვის  195 730  ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო“, - აღნიშნულია გამგეობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics