|
2024-05-23 10:46:37, 402 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი თეატრალური სივრცე - „თოჯინების სახლი“ გაიხსნა
ბაზისბანკის მხარდაჭერით და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, ახალი თეატრალური სივრცე - „თოჯინების სახლი“ გაიხსნა. „თოჯინების სახლი“ არის მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე. გარდა თოჯინების და საგნების თეატრისა, თეატრის სცენა დაეთმობა საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, მსახიობებს, შემსრულებლებს. გაიმართება შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები, სალონური შეხვედრები. პროექტის მიზანია, თეატრში ფუნქციონირებდეს კინოთეატრიც და ამ გზით მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ახალგაზრდა კინოხელოვანთა პროფესიულ განვითარებასა და მათი ნამუშევრების წარდგენას. თეატრი „თოჯინების სახლი“ გაიხსნა ნიკა საბაშვილის სპექტაკლით „რეჟისორის ცოლი“, რომელიც ცნობილი ქართველი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის მეუღლის - თამარ წულუკიძის ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს. დამოუკიდებელი თეატრი - „თოჯინების სახლი“ მნიშვნელოვანი მოვლენაა თოჯინური ხელოვნების და მთლიანად დარგის განვითარებისთვის. ამ განსხვავებული თეატრალური გარემოს შექმნის იდეა და ინიციატივა ეკუთვნის რეჟისორ ნიკა საბაშვილს და შექმნის მიზანია, თეატრის სპექტაკლები შეესაბამებოდეს როგორც მოზარდი, ასევე, უფროსი თაობის ინტერესებს და მათ ესთეტიკურ წარმოდგენებს. „თოჯინების სახლი“ დღემდე არსებული თეატრალური წარმოდგენებისგან რადიკალურად განსხვავებულ სპექტაკლებს შესთავაზებს მაყურებელს. გარდა იმისა, რომ ცნობილი კლასიკური თუ თანამედროვე დრამატურგიის პერსონაჟები წარმოდგენილი იქნებიან თოჯინებისა და საგნების სახით, სხვადასხვა დეტალის მხატვრული დამუშავებით მიიღება სრულიად განსხვავებული ეფექტი, ეს კი ახალი მხატვრული ტენდენციების დანერგვის საუკეთესო წინაპირობაა. თეატრში, უახლოეს მომავალში, დასადგმელად შერჩეულია ისეთი ნაწარმოებები, რომელთა თემები დღესაც აქტუალურია, ეხმიანება თანამედროვეობას და რომლებიც გამოირჩევა მაღალმხატვრული ღირებულებით. ბაზისბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქართული კულტურის აქტიური მხარდამჭერია. ბანკი გენერალურ სპონსორობას უწევს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს, თოჯინების თეატრების გაერთიანებას და მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურული ღონისძიების განხორციელებას.
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)