09:44 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-22 16:29:25, 536 ნახვა

სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე ბრალდებული 9 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და "კანონიერ ქურდობაში", "ქურდული სამყაროს" წევრობაში, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერასა და "ქურდული სამყაროსთვის" მიმართვაში ბრალდებული 9 პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდების" დავალებით, "ქურდული სამყაროს" წევრები "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, თბილისში, ერთ-ერთი "ქურდული სამყაროს" წევრის საცხოვრებელ სახლში სისტემატიურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, სადაც განიხილავდნენ მოქალაქეთა შორის არსებულ დავებს, მათ ქმედებებს აფასებდნენ, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და მათ შორის პირებს თანხის გადახდას აკისრებდნენ.

"პროკურატურამ ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223'-ე მუხლის მე-2 ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა"), ხუთ ბრალდებულს - სსკ-ის 223'-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს" წევრობა), ერთ პირს - სსკ-ის 223'-ე მუხლის მე-2 ნაწილით ("ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა) და ერთ ბრალდებულს - სსკ-ის 223'-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს" წევრზე მიმართვა) წარუდგინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, "კანონიერ ქურდობაში" ბრალდებულ 2 პირს 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, "ქურდული სამყაროს" წევრობაში ბრალდებულთაგან 3 პირს სასჯელის სახით 9 წლით, ხოლო 2 პირს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ასევე, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერაში და "ქურდული სამყაროსთვის" მიმართვაში ბრალდებულ 2 პირს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics