01:10 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-22 10:23:45, 430 ნახვა

პოლიტიკა
ცაჰკნა - ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარა ნიშანი უნდა იყოს, რომ იგი არ მიიღოს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება.

ცაჰკნა აღნიშნულთან დაკავშირებით მცირე განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია "უცხოური გავლენის" კანონის გაუქმების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარა ნიშანი უნდა იყოს, რომ იგი არ მიიღოს და საქართველო ევროპულ ნორმებსა და პრინციპებს დაუბრუნდეს",- წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 მაისს ვენეციის კომისიამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. 24-გვერდიან დასკვნაში ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს კანონის ამჟამინდელი ფორმით გაუქმებას ურჩევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics