|
2024-05-21 13:08:48, 752 ნახვა
რეგიონი
მაისის განმავლობაში ბათუმს უცხოელი ჟურნალისტები 10-მდე ქვეყნიდან სტუმრობს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, რეგიონს ყაზახი ინფლუენსერები სტუმრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, კონტენტ კრეატორების აჭარაში მოგზაურობას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ მიერ რეგიონში მოგზაურობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კონტენტს ამ ეტაპისთვის 5 მილიონამდე წვდომა აქვს. ინფლუენსერები ძველ ბათუმს, ბულვარს და ქალაქის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს სტუმრობდნენ. ასევე მოინახულეს გონიოსა და პეტრას ციხეები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ქედის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ადგილობრივი სამზარეულოსა და ღვინის დასაგემოვნებლად კი მედიატურის მონაწილეები ქედაში ღვინის მარანს ეწვივნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად აგრძელებს მედიატურების ორგანიზებას, როგორც ევროპული, ისე აზიური ქვეყნებიდან. მაისის განმავლობაში, უწყების მოწვევით რეგიონს უკვე სტუმრობდნენ ჟურნალისტები და ინფლუენსერები ლიეტუვადან, თურქეთიდან, ინდოეთიდან და ყაზახეთიდან. თვის ბოლომდე რეგიონს ასევე ესტუმრება ფინელი, ესტონელი, უზბეკი და სომეხი ჟურნალისტები. შედეგად, აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალები სამიზნე ქვეყნების ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)