|
2024-05-18 14:52:29, 399 ნახვა
ღარიბაშვილი პრეზიდენტზე - თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ გახდე ლიდერი, ლიდერმა უნდა თქვას აზრი, მაშინ რას სთავაზობს საზოგადოებას
თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ გახდე ლიდერი, ლიდერმა უნდა თქვას აზრი, მაშინ რას სთავაზობს საზოგადოებას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების ტავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვემო ქართლში პარტაქტივტან შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებთან განაცხადა. ღარიბაშვილის განცხადებით, "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია". "პრეზიდენტი თუ რეალურად არის დაინტერესბული ამ საკითხის მოგვარებაში, ის ასეთ არაკონსტრუქციულ ნაბიჯს არ გადადგამდა. თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ გახდე ლიდერი, ლიდერმა უნდა თქვას აზრი, მაშინ რას სთავაზობს საზოგადოებას. თუ არ იძახი და გინდა უბრალოდ გაბუტული ბავშვივით თქვა, რომ მე ვეტოზე არ დავწერ დასკვნებს, ეს არასწორი, არაკონსტრუქციული და არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია. მე შევახსენებ საზოგადოებას და პრეზიდნეტს, მანამ, სანამ ჩვენი გუნდი მას აირჩევდა, მოიყვანდა და დასხვამდა პრეზიდენტად, მისი პოლიტიკური რეიტინგი 1% იყო. თუ რაიმე მოხდა, თუ რაიმე მღწევა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი დამსახურება - ასოცირების შეთანხმება იქნება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა "ეუროატივთან" განაცხადა, რომ ის ევროპული სამოქმედო გეგმის პლატფორმას სთავაზობს საზოგადოებას, რაც მოიცავს ყველა კანონის გაუქმებას, რომელიც ევროპული რეფორმების რეკომენდაციების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)