12:29 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-14 18:11:43, 440 ნახვა

პოლიტიკა
გონჩარენკო - საქართველოში რევოლუცია შემოდგომაზე უკვე შესაძლებელია, ან იქნება რევოლუცია, ან საქართველო გახდება მეორე ბელარუსი

საქართველოში რევოლუცია შემოდგომაზე უკვე შესაძლებელია, ან იქნება რევოლუცია, ან საქართველო გახდება მეორე ბელარუსი, - ასე ეხმაურება უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას.

როგორც გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს, არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, „ფორმალობაა“.

„ჩემი პროგნოზი იმის შესახებ, თუ რა მოხდება საქართველოში? მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს კანონს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც, ფაქტობრივად, წარმოადგენს „კრემლს“, ამ ვეტოს დაძლევს. უკვე ამ შემოდგომაზე უნდა იყოს არჩევნები, მაგრამ ეს არჩევნები უბრალო ფორმალობაა. სწორედ ამიტომ, საქართველოში რევოლუცია შემოდგომაზე უკვე შესაძლებელია. ან იქნება რევოლუცია, ან საქართველო გახდება მეორე ბელარუსი“, - აღნიშნავს გონჩარენკო.

შეგახსენებთ, დღეს, 14 მაისს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 30 წავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics