|
2016-02-12 15:48:47, 3232 ნახვა
სპორტი
კალაძე: საშიშროებაა, რომ აფხაზეთს ელექტროენერგია ვერ მივაწოდოთ
„დაახლოებით ორი კვირის მარაგია ელექტროენერგიის, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და საშიშროებაა, რომ მათთვის მიწოდება ვერ შევძლოთ“,-ასე გამოეხმაურა ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, შესაძლოა, აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. როგორც კალაძემ აღნიშნა, პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები ერთობლივად მიმდინარეობს. „დაახლოებით ორი კვირის მარაგია ელექტროენერგიის, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და საშიშროება არის იმის, რომ ვერ შევძლოთ ელექტროენერგიის მათთვის მიწოდება. ეს ინფორმაცია მათთვის მიწოდებული გვაქვს, ვმუშაობთ ერთობლივად, რომ ეს პრობლემა რაიმე გზით იქნას მოგვარებული, რომ ისინი შუქის გარეშე არ დარჩეს“,-განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)