17:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-11 23:29:47, 490 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის მოედანზე კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა

თბილისში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა.

ევროპის მოედანზე ათიათასობით მოქალაქე იყო შეკრებილი, მათ ძირითად მოთხოვნას კი, ხელისუფლების მიერ აღნიშნული კანონპროექტის უკან გაწვევა წარმოადგენდა. 

ფართომასშტაბიან აქციაზე იყო როგორც სიტყვით გამოსვლები, ასევე სხვადასხვა მუსიკალური ნომერი.

"არა რუსულ კანონს! კი ევროპას", "საქართველო" - სკანდირებდნენ ევროპის მოედანზე შეკრებილები.

აღსანიშნავია, რომ აქციის დაწყებამდე მოქალაქეებმა დედაქაალქის სამი სხვადასხვა ლოკაციიდან - მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტროსადგურ "300 არაგველისა" და რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან "ევროპის მარში" გამართეს და ევროპის მოედანზე მსვლელობით მივიდნენ.

მანამდე კიდევ ერთი მსვლელობა მოეწყო "ექსპო ჯორჯიადან", საიდანაც კანონპროექტის მოწინააღმდეგე მშობლები მარშით მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილებს შეუერთდნენ. 

შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, რის შემდეგაც პარლამენტმა მას პირველი და მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

მას შემდეგ, რაც კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყო, ქვეყნის მასშტაბით, როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქში, უწყეტი ფართომასშტაბიანი აქციები მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics