|
2024-05-09 23:07:54, 454 ნახვა
პოლიციელებმა სამხედრო ექსპერტი ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს - ვიდეო
პოლიციელებმა სამხედრო ექსპერტი ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს. ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, უჩა აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. მისი თქმით, აბაშიძესთან მხოლოდ სამი წუთით გასაუბრების საშუალება ჰქონდა. სხვა დეტალები მისთვის უცნობია. "უკვე დაკავებული ადამიანი ჩამოჰყავდათ სახლიდან, მაშინ აგვიშვეს ჩვენ. დაცვის უფლება უჩა აბაშიძეს უკვე დარღვეული აქვს", - თქვა აბაშიძის ადვოკატმა. ბლოგერის მხარდასაჭერად, მის სახლთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიციაც. უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია რამდენიმე საათის წინ შევიდა. როგორც მისი ახლობლები წერდნენ, აბაშიძეს არ აძლევდნენ ტელეფონის გამოყენებისა და ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას. აბაშიძემ სოციალურ ქსელში რუსული კანონის საწინააღმდეგო და პროტესტის მხარდამჭერი არაერთი პოსტი და ვიდეო გამოაქვეყნა.
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)