|
2024-05-09 16:30:58, 336 ნახვა
საზოგადოება
თბილისი ბუნებრივი ღვინის ფესტივალს ZERO COMPROMISE მასპინძლობს
ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ ორგანიზებით და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში ბუნებრივი ღვინის ყოველწლიური ფესტივალი ZERO COMPROMISE იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ორდღიან ფესტივალში მონაწილეობენ ასოციაციის წევრი 100-მდე ადგილობრივი და 25-მდე სხვადასხვა ქვეყნის მარნები, მათ შორის, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან და სლოვენიიდან. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ფესტივალის მონაწილე მარნების პროდუქციას გაეცნო. „ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, საქართვლოს მასშტაბით არაერთი ღვინის ფესტივალი, გამოფენა, კონკურსი თუ საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიება იმართება. „ZERO COMPROMISE“ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფესტივალია, სადაც ბევრი და საინტერესო მარანია წარმოდგენილი საკუთარი პროდუქციით. ფესტივალი ემსახურება ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და თანამედროვე მდგომარეობის წარმოჩენას, სამომხმარებლო კულტურის გაზრდას და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფესტივალში მონაწილე მევენახე-მეღვინეები თავიანთ ვენახებში სისტემურ პრეპარატებს, მინერალურ სასუქებს და ჰერბიციდებს არ იყენებენ, ღვინოს ყოველგვარი ინდუსტრიული დანამატების გარეშე ამზადებენ. სწორედ ასე დაყენებულ ღვინოს ეწოდება „ბუნებრივი ღვინო“ და ფესტივალიც იმ ადამიანებს აერთიანებს, ვინც ღვინოს ტრადიციული წესით აყენებს. მათივე ინფორმაციით, ფესტივალის ერთ-ერთი მიზანია, ქართული ბუნებრივი ღვინის ცნობადობის გაზრდა და მსოფლიო ბაზრებზე მისი ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფესტივალს ყოველწლიურად სტუმრობენ ღვინის იმპორტიორები, ჟურნალისტები, მწერლები და დარგის სხვა პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც საქართველოს მარნების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, ადგილზევე გააცნონ ღვინოები პოტენციურ მყიდველებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აღნიშნულ ფესტივალს ესწრებიან ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Marq Energie Consulting ღვინის პროფესიონალების 13-კაციანი ჯგუფის წევრები. ამასთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში, ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერალი ელის ფეირინგის ჩაატარებს სემინარს „კლიმატის კრიზისი და მისი გავლენა ბუნებრივ ღვინოზე”, დანიელი იმპორტიორი და ვიზიონერი სუნე როსფორტი სემინარს „რეგიონის ევოლუცია ბუნებრივი ღვინისთვის“, ხოლო ესპანელი სომელიე და ენოლოგი ნურია რენომი უძღვება ღვინის კუთხეს: „ემოციის განცდა ღვინოში ვენახიდან ჭიქამდე".
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)