09:58 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 15:15:19, 412 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - მჯერა, რომ საქართველო ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს მალე შეუერთდება

მჯერა, რომ საქართველო ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს მალე შეუერთდება, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც პაპუაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო ევროპის მშვიდობისა და წინსვლის უზრუნველყოფაში სხვა ქვეყნებთან ერთად წვლილს შეიტანს.

„მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველმა ანტიჰუმანურმა შედეგებმა ევროპას გაერთიანების იდეა შთააგონა, ისტორიის მკაცრმა გაკვეთილმა ევროპის წამყვან ქვეყნებს მშვიდობისა და ახალი ომების პრევენციის მიზნით ერთობის აუცილებლობა უკარნახა.

დღეისათვის ევროკავშირი 27 ქვეყანას აერთიანებს, რომელთა მიზანს მშვიდობის უზრუნველყოფა და ევროპელი ხალხის კეთილდღეობა წარმოადგენს.

ევროპის ერთობა ემყარება სუვერენულ ქვეყანათა კავშირს, რადგან სწორედ თავისუფალ სახელმწიფოთა გაერთიანებას შესწევს ძალა ბოროტების დამარცხების.

გილოცავთ ევროპის დღეს! მჯერა, რომ საქართველო მალე შეუერთდება  ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს, სადაც თითოეული ქვეყანა თავისი თვითმყოფადობითა და ისტორიული გამოცდილებით შეიტანს წვლილს ევროპის მშვიდობის და წინსვლის უზრუნველყოფაში“, - აღნიშნულია პაპუაშვილის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics