22:28 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-08 10:51:46, 487 ნახვა

მსოფლიო
სი ძინპინი სერბეთში ჩავიდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი სი ძინპინი ვიზიტით სერბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სი ძინპინს აეროპორტში სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.

"სერბეთში, რომელიც ჩინეთის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად ითვლება ბალკანეთში, სი ძინპინი, სავარაუდოდ, განიხილავს ჩინეთის მრავალმილიარდიან ინვესტიციას ქვეყანაში და შესაძლო ახალ გარიგებებს",- წერს Reuters-ი.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის პირველი ვიზიტია ევროპაში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. სახალხო რესპუბლიკის ლიდერი სერბეთში საფრანგეთიდან ჩავიდა, იქიდან კი, უნგრეთში გაემგზავრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics