|
2024-05-07 22:54:29, 501 ნახვა
მსოფლიო
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება, მე კი ჩემს პოლიტიკურ პრაქტიკაში უპირატესობას ვანიჭებ, არ ჩავერიო რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა. რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ ის იმედგაცრუებულია "ზოგიერთ საერთაშორისო ინსტიტუტში მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის, უსამართლობისა და არაობიექტურობის გამო". „თქვენ სუვერენული საგარეო პოლიტიკის მომხრე ხართ. თქვენ ხართ პიროვნება, რომელიც იცავს საერთაშორისო სამართალს. თქვენ პრაგმატული ადამიანი ხართ და თქვენი საგარეო პოლიტიკა არ არის კონცენტრირებული მხოლოდ ერთი მიმართულებით. თქვენ შესანიშნავად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა. ამავე დროს, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ ზოგჯერ ევროკავშირს უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება. მე კი ჩემს პოლიტიკურ პრაქტიკაში უპირატესობას ვანიჭებ, არ ჩავერიო რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში. ბატონო პრეზიდენტი, მე იმედგაცრუებული ვარ ზოგიერთ საერთაშორისო ინსტიტუტში მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის, უსამართლობისა და არაობიექტურობის გამო. რადგან მოსახლეობის რიცხოვნობით ჩვენც პატარა ქვეყანა ვართ. მე თქვენ ძალიან ყურადღებით გისმინეთ და ვუთხარი ამის შესახებ დელეგაციას, რომელიც აეროპორტში დამხვდა: ჩვენ მზად ვართ, გავხდეთ ხიდი აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა ფიცომ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)