|
2024-05-07 17:32:08, 349 ნახვა
პოლიტიკა
სტანო - ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც EU-ში გაწევრიანების პროცესს უკავშირდება, წევრი ქვეყნები ერთსულოვნად იღებენ
ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უკავშირდება, წევრი ქვეყნები ერთსულოვნად იღებენ, - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა. სტანოს კითხვა დაუსვეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესაძლებელია კანდიდატის სტატუსის შეჩერება ტექნიკურად და ვის შეუძლია ამ გადაწყვეტილების მიღება. „პირველ ყოვლისა, როგორც წესი, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს სხვა პარტნიორების წერილებზე. რაც შეეხება პროცედურებს, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უკავშირდება, მიიღება ევროკავშირის წევრების მიერ ერთსულოვნად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც საქმე ეხება ინდივიდუალური ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ერთსულოვნად. ეს არის ის, რაც ხდება ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. შემდეგ დისკუსიების საფუძველზე და იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელსაც ერთსულოვნად იღებენ წევრი სახელმწიფოები“, - განაცხადა პიტერ სტანომ. ცნობისთვის, ევროპარლამენტის 30-ზე მეტი დეპუტატი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)