00:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-07 10:09:16, 339 ნახვა

საზოგადოება
ADB-ის სექტორული ჯგუფის გენერალური დირექტორი: თბილისს, ურბანული მობილობის კუთხით, საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, პანელური დისკუსია - „ელექტრონული მობილობის მართვა აზიისა და წყნარი ოკეანის განვითარებად ქვეყნებში“ გაიმართა. 
სემინარზე აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში „მწვანე ტრანსპორტის“ ტენდენციებზე იმსჯელეს. მათ შორის, წარმოადგინეს ADB-ის ყოვლისმომცველი მიდგომა ელექტრომობილობის ხელშეწყობის მიზნით, ყველა ძირითადი სატრანსპორტო მიმართულებით. 

დისკუსიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აზიის განვითარების ბანკის სექტორული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა რამეშ სუბრამანიამმა მიმართა და აღნიშნა, რომ სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით, თბილისში ურბანული მობილობის თვალსაზრისით, საკმაოდ კარგი მდგომარეობა არსებობს. 

„არ ვიცი, თბილისის მოსახლეობა რას გრძნობს, მაგრამ ურბანული მობილობის კუთხით, საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვთ. იმ ქვეყნებში კი, რომელთაც ზოგიერთი ჩვენგანი წარმოადგენს, კარგად ვიცით, რომ ურბანული მობილობის მიმართულებით ბევრი გამოწვევა არსებობს და ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს. ტრანსპორტი მოქალაქეებს სამსახურებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აკავშირებს და ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს ავითარებს, თუმცა მას საკუთარი საფასური აქვს - ტრანსპორტი გლობალური ნახშირბადის ემისიის, დაახლოებით, მეოთხედს შეადგენს, რაც საკმაოდ შემაშფოთებელი სტატისტიკაა“, - განაცხადა ADB-ის სექტორული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა. 

მისივე განმარტებით, პირველ რიგში, კრიტიკული საჭიროერებისა და ტრანსფორმაციისკენ მიმართული ქმედებების განსაზღვრაა საჭირო, ADB კი ნახშირბადის დონის შემცირებისთვის ინოვაციურ ქმედებებს მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს. 

„აზიის განვითარების ბანკის ელექტრონული მობილობის პროგრამა შვიდ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ურბანული მობილობის, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ემსახურება. საქართველოში „თეგეტას“ „მწვანე ავტომობილების“ პროექტი დავაფინანსეთ. ცვლილებების განსახორციელებლად, პირველ რიგში, საჭიროა დაფინანსების არსებობა, თუმცა მასთან ერთად, მნიშვნელოვანია მისი ეფექტური აღსრულების პოლიტიკა“, - განაცხადა რამეშ სუბრამანიამმა.

ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრა, რომელშიც 68 ქვეყნის 4 000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, თბილისში 2-5 მაისს გაიმართა. ღონისძიებების მონაწილეებს შორის იყვნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, დიპლომატები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და სამთავრობო დელეგაციები. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics