|
2024-05-03 21:54:36, 445 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა - რუსეთი მზადაა, უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით სერიოზული წინადადებები განიხილოს
რუსეთი მზად არის, განიხილოს უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით სერიოზული წინადადებები, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მარია ზახაროვამ ჩამოთვალა პირობები ის პირობები, რომლებიც, „უკრაინის კრიზისის ყოვლისმომცველი, მდგრადი და სამართლიანი დარეგულირებისთვის“ არის საჭირო. „გლობალურად თუ ვისაუბრებთ, რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება ღია უკრაინის კრიზისის დიპლომატიური დარეგულირების პოლიტიკის მიმართ თანამედროვე რეალიების, უსაფრთხოების სფეროში რუსეთის შეშფოთებების გათვალისწინებით. უკრაინის კრიზისის ყოვლისმომცველი, მდგრადი და სამართლიანი დარეგულირებისთვის უნდა იქნეს აღმოფხვრილი მისი პირველადი მიზეზები. დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებით მომარაგება, კიევის რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, უკრაინა უნდა დაუბრუნდეს საკუთარი სახელმწიფოებრიობის საწყისებს, ნეიტრალურ, ბლოკგარეშე, ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსს“, - განაცხადა ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)