|
2024-05-02 18:36:25, 555 ნახვა
საზოგადოება
საია - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოვუწოდებთ, რომ გელა ნადირაძის საქმეზე გამოძიება მყისიერად დაიწყოს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) "უცხოური გავლენების გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გელა ნადირაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ოჯახის წევრებს საავადმყოფოს წარმომადგენლებმა ტელეფონით უთხრეს, რომ დაზარალებული პოლიციის მიერ იქნა საავადმყოფოდან გადაყვანილი, ხოლო, ადგილზე მისულებს კი, განუცხადეს, რომ გელა ნადირაძე გაწერილია საავადმყოფოდან დღეს, თუმცა, პოლიციას იგი არ წაუყვანია. საია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, რომ გელა ნადირაძის საქმეზე გამოძიება მყისიერად დაიწყოს. "2024 წლის 30 აპრილის აქციის დარბევის ღამეს, როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, და როგორც ამ კადრებიდან გამომდინარე, ოჯახი ადასტურებს, სამართალდამცავების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ ფიზიკურ ძალადობას დაექვემდებარა მოქალაქე გელა ნადირაძე. ამ დრომდე ოჯახი ეძებდა გელა ნადირაძეს, თუმცა ვერ პოულობდა, მათ შორის, საავადმყოფოებსა და იზოლატორებში ინფორმაციის მოკითხვის გზით. დაახლოებით ერთი საათის წინ, ოჯახს ეცნობა, ინფორმაცია, რომ პირი გადაყვანილი იყო შპს ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოში” და აღენიშნებოდა ნეკნების მძიმე დაზიანება. ოჯახის წევრებს საავადმყოფოს წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბრისას განუცხადეს, რომ დაზარალებული პოლიციის მიერ იქნა საავადმყოფოდან გადაყვანილი, ხოლო, ადგილზე მისულებს კი, განუცხადეს, რომ გელა ნადირაძე გაწერილია საავადმყოფოდან დღეს, თუმცა, პოლიციას იგი არ წაუყვანია. გელა ნადირაძის ადგილსამყოფელის, მისი მდგომარეობისა და დაზიანებების მიყენების გარემოებების ირგვლივ არსებული ბუნდოვანებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მყისიერად დაიწყოს გამოძიება გელა ნადირაძის საქმეზე, ჩაატაროს ყველა საჭირო მოქმედება, მათ შორის, დაზარალებულის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით და აცნობოს საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ გელა ნადირაძემ მიიღო დაზიანებები პოლიციის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ, საჭიროა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად დაიწყოს, და არ მოხდეს დაზარალებულის დაშინება ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება", - ნათქვამია საიას განცხადებაში.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)