11:18 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-02 01:19:21, 490 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია

რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე  გადასვლა და სუფთა პროვოკაცია, პასუხს გასცემს პოლიცია და ბავშვები ცემესო, გამოხტებიან და ვიღაცეები დაწერენ. ცოტა  ადეკვატურები რომ ვიყოთ, ჯობია  - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში.

მამუკა მდინარაძე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაფიქრდნენ, ვის და რის ბრძოლაში არიან. 

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამას აქვს თავის საფუძველი. ამდენი ხნის განმავლობაში რომ ვიხვეწებით, ერთი არგუმენტი გვითხარით, გამჭვირვალობაში და დეკარაციის შევსებაში რა არის რუსული, ყველაფრის თავის სახელის დარქმევაში, თუ უცხოეთიდან ფინანსდები, ამ ფინანსებს თავისი ინტერესები მოსდევს, ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებაში, ამაზე ხომ პასუხი ვერ გაგვცეს. რაზეც რუსულიაო, დაიწყეს ლაპარაკი, ყველაფერი ამერიკულიდან გადმოწერილი აღმოჩნდა და რანაირად?  ამ ბავშვებმაც ხომ უნდა იფიქრონ? შვილებო, ძმებო, დებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ყველას მივმართავ, დაფიქრდით, თქვენ თვითონ წაიკითხეთ, ვის ბრძოლაში ხართ, რის ბრძოლაში ხართ? გავა 10-15 წელი, გაიზრდებიან ეს ბავშვები, აუხსნიან მერე ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, ზუსტად მიხვდებიან, რაშიც არის საქმე და რა დააყენეს პატრიოტიზმის მოტივით ისტორიის ცუდ მხარეს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics