14:05 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 13:19:22, 437 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მცემდნენ და მეუბნებოდნენ, რომ შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებას აკრიტიკებ მუდმივად და იქნებ გაჩერდე

"ხარებას" დაჯგუფების ალყაში მოვხვდი. როცა მირტყამდნენ, მეუბნებოდნენ, რომ შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებას აკრიტიკებ მუდმივად და იქნებ გაჩერდე, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხაბეიშვილი, რომელსაც 30 აპრილს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამბობს, რომ რასაც სამართალდამცველები მისგან მოითხოვდნენ, "არ შეასრულა, რის გამოც უფრო მეტი მოხვდა".

"ხარებას" დაჯგუფების ალყაში მოვხვდი. დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში აგრძლებდნენ და როცა მირტყამდნენ მეუბნებოდნენ, რომ შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებას აკრიტიკებ მუდმივად და იქნებ გაჩერდე.

იძახდნენ, რომ მოკალით და მერე თქვით, რომ თავი დაარტყა. ამბობდნენ, რომ მე უნდა მეთქვა, რომ ჩმორი ვარ და ამ შემთხვევაში არ მცემდნენ. თუ ვეტყოდი, რომ ჩმორი ვარ, აღარ დამარტყამდნენ. ცხადია, ეს ფუფუნება არ მივეცი. ამაზე პასუხი როცა მიიღეს, კიდევ უფრო მეტი მომხვდა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics