|
2024-05-01 12:18:14, 314 ნახვა
კალაძე - კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების მიზნით, კიდევ ერთი პროექტი ნაძალადევის რაიონში, მუხრანის ქუჩა N9 ბ-ში განხორციელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უკვე დაწყებულია პროექტირება და სამსართულიან ავარიულ შენობას ახალი, ექვსსართულიანი კორპუსი ჩაანაცვლებს „ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევში კიდევ ერთ მისამართზე დაიწყო პროექტირება - კერძოდ, მუხრანის ქუჩის N9 ბ-ში. სამსართულიან ავარიულ შენობაში 30 ოჯახი ცხოვრობს. მოლაპარაკებები უკვე დავასრულეთ. ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეთანხმებული ვართ და დროებით, მუნიციპალიტეტი მათ ქირით გაიყვანს. ამაში ხალხს არცერთი თეთრის გადახდა არ მოუწევს. მოხდება აღნიშნული შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად, ახალი ექვსსართულიანი კორპუსი აშენდება, მოსახლეობა კი გარემონტებულ და მოწესრიგებულ ბინებში დაბრუნდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის შედგენა და ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შემდგომაც გამოცხადდება ტენდერები სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)