|
2024-04-30 18:37:10, 306 ნახვა
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი კანონზე - ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე
„მინდა მივესალმო საქართველოს იმ 200 ათას მოქალაქეს, რომელიც გუშინ რუსთაველზე იდგა და გაცილებით უფრო მეტ მხარდამჭერს, ვინც იზიარებდა იმ სულისკვეთებას, რომელიც ძალიან ამაღელვებელი იყო. ფაქტობრივად, ეს ადამიანები იდგნენ ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და სუვერენიტეტის დასაცავად და სადარაჯოზე.", - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა. მან ოპოზიციას მიმართა, ხელისუფლების მხარდამჭერების მიმართ სიძულვილის ენას ნუ იყენებენ. „მინდა ოპოზიციას მივმართო, ვინც საოცარი სიძულვილის ენას იჩენდა ასეულობით ათასი ქართველის მიმართ წინა დღეებში, გუშინაც და დღესაც გააგრძელეს ეს სიძულვილის ენა, ცოტა მეტი მოკრძალებით და მოწიწებით ისაუბრეთ ამ ღირსეულ, პატრიოტ ქართველებზე, ვინაიდან მათ შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ. სიძულვილი დამღუპველია და თუ ეს აქამდე ვერ გაითვითცნობიერეთ მოგიწევთ ამ რეალობის მიღება", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა. რატი იონათამიშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის განხილვა ასცდა ერთი კონკრეტული კანონპროექტის განხილვის პროცესს და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებითი არჩევანის წყალგამყოფის დანიშნულება შეიძინა. „ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე. გუშინ, ჩვენმა საზოგადოებამ ამის ლეგიტიმაცია ცალსახად და მკაფიოდ მოგვცა და ვალდებული ვართ, დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის არჩევანი, ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა იმიტომ, რომ არაფერია იმაზე ღირსეული ემსახურო შენს ქვეყანას, შენს ხალხს და ამ სამსახურით გახადო შენი ქვეყანა უკეთესი. ევროინტეგრაციის გზაზე ყველა წარმატება ჩვენ მოვუპოვეთ ქვეყანას. თქვენ (ოპოზიცია) ყველა წარმატებას უშლიდით ხელს, არაფერი გამოგივიდათ და ასე იქნებ მომავალშიც. ჩვენ მივიყვანთ ამ ქვეყანას ბოლომდე - ევროკავშირამდე ღირსებითა და სიამაყით", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)