|
2024-04-30 11:29:52, 263 ნახვა
საზოგადოება
პროგრამის „მიწის ნეიტრალური ბალანსის მიღწევა“ ეროვნული სამუშაო ჯგუფის შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დაესწრო
მიწის დეგრადაცია გლობალური მასშტაბის პრობლემას წარმოადგენს. გაუდაბნოება და მიწის დეგრადაცია დედამიწის ზედაპირის ერთ მესამედს ემუქრება, რაც დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს ტოვებს შემოსავლის წყაროსა და საცხოვრებელი პირობების გარეშე. საქართველოში მიწის დეგრადაციის პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას კახეთში, ქვემო და შიდა ქართლში. „მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგი“ და მდგრადი განვითარების 17 მიზანი (SDG) გლობალურმა საზოგადოებამ 2015 წელს დაამტკიცა. საქართველოს მთავრობამ მდგრად განვითარებაში წვლილის შეტანის ინიციატივა აიღო და მიიღო აქტიური ზომები SDG დღის წესრიგისა და მისი მიზნების ეროვნულ გარემოებებთან მორგებისა და მათი განხორციელებისათვის. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს წამყვანი როლი და პასუხისმგებლობა აღნიშნული მიზნების განხორციელებაში. „თანამედროვე გლობალური კლიმატური პირობების გამოწვევის ფარგლებში, მოგეხსნებათ, რამდენად კრიტიკული და პრიორიტეტულია მთელ მსოფლიოში აღნიშნული საკითხი, მათ შორის, საქართველოშიც. ამან, ბუნებრივია, ასახვა ჰპოვა შესაბამისი სახელმწიფოების სამოქმედო გეგმებსა და მიზნებზე და ჩვენც, რა თქმა უნდა, ჩვენს საქმიანობაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სწორედ ეს მიმართულება გვაქვს დასახული. 2015 წელს განისაზღვრა მდგრადი განვითარების გეგმები, სადაც ერთ-ერთი წამყვან მიმართულებას წარმოადგენს ნიადაგის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლა“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ შეხვედრაზე. საქართველოს მიერ 2017 წელს განსაზღვრული LDN-ის ეროვნული მიზნებიდან უმეტესობა უკვე მიღწეულია, ძირითადად, დაცული ტერიტორიების გაფართოების, სამელიორაციო სისტემებისა და სატყეო სექტორის გაუმჯობესების კუთხით. მდგრადი მიწის მართვის პრინციპების გათვალისწინებით შემუშავებულია საძოვრების მართვის ეროვნული პოლიტიკა, რომელიც საფუძვლად დაედო კანონპროექტს, რომელიც მოიცავს LDN პრინციპებს. ეროვნული მიზნების ჩამოყალიბებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის გამო, შესაძლებელი გახდა მათი გადახედვა. გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის სამდივნოს მიერ შექმნილი პროგრამა სწორედ ეროვნული მიზნების გადახედვას ემსახურება. საქართველომ პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი გააკეთა და 18 ქვეყანასთან ერთად შერჩეულია პროგრამის მონაწილედ. პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიწის დეგრადაციის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, საქართველოში მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევის მხარდაჭერის პროგრამის პირველი ფაზის განხორციელების პროცესი და შედეგები, ასევე ისაუბრეს პროგრამის მეორე ფაზისა და მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევის ეროვნული მიზნების წარდგენა/განახლების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის (UNCCD) წარმომადგენელი ნადეჟდა დემენტიევა. ასევე, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების, საბანკო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)