16:49 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 20:41:51, 356 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - საქართველოს აქვს მიზანი - საკუთარი იდენტობით, სუვერენიტეტით და სრული დამოუკიდებლობით გახდეს ევროპული ოჯახის წევრი

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ "სახალხო შეკრების" მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კალაძის თქმით, „უდიდესი კულტურის, უძველესი ისტორიის, ტრადიციების მქონე ქვეყანას“ კვლავაც მკაფიო გზავნილი აქვს მსოფლიოსთან- საკუთარი იდენტობის შენარჩუნებით და სრული დამოუკიდებლობით გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

„როგორც ყოველთვის, ჩვენი ერთად ყოფნა, ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი ერთსულოვნება არის საქართველოს განვითარების, მისი უკეთესი ხვალინდელი დღის, მომავალი გამარჯვებების უმთავრესი საფუძველი.

ჩვენ შევიკრიბეთ აქ, რათა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვუთხრათ მკაფიოდ: საქართველო არის პატარა ქვეყანა უდიდესი კულტურით, უძველესი ისტორიით, უნიკალური ენითა და დამწერლობით, საკუთარი ტრადიციებით, რწმენით, თავისუფლების სიყვარულით.

ჩვენ გვაქვს მიზანი - საკუთარი იდენტობით და სუვერენიტეტით, მყარი მორალური ღირებულებებით, ოჯახის სიმტკიცით, სარწმუნოების ხელშეუხებლობით, სრული დამოუკიდებლობით გავხდეთ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპული ოჯახი ჰქვია.

გარკვეული ძალები, რომლებიც ვერაფრით ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა, არ იშლიან მცდელობას, ქვეყანა არიონ და ხელისუფლებაში ის ადამიანები დააბრუნონ, რომელთა მმართველობამ საქართველოს უამრავი უბედურება მოუტანა. ამას ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics