19:15 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 13:54:04, 412 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის დაკავება ევროინტეგრაციის აქციაზე განაცხადია, რომ „ოცნება“ EU-ში გაწევრიანებას უარს ეუბნება

ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის დაკავება „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ აქციაზე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მკაფიოდ გამოხატავს  ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, უკანონოდ დაკავებული ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის დაკავება „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ აქციაზე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მკაფიოდ გამოხატავს  ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ. ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის დაკავება ევროინტეგრაციის იდეის აქციაზე არის განაცხადი, რომ “ქართული ოცნება” ღიად ეუბნება უარს ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას .

დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებული ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი. უსამართლო დაკავებებით ამ პროცესს ვერ შეაჩერებთ და თქვენთვისვე სჯობს მოუსმინოთ ასობით ათასი ქართველის ხმას!“ - განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics