|
2024-04-27 16:39:41, 338 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია იმერეთში, დაბა კვერეთში ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, იმერეთში, დაბა კვერეთში ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში იმყოფებოდა, სადაც ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ, საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტი ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის დავალებით, ნაკადულის კალმახის საშენში დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, რაც მეურნეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისს გახდის. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება წარმოადგენს, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ველური ბუნების სააგენტო მუშაობს ნაკადულის კალმახის ველურ ბუნებაში აღდგენაზე. მსგავსი მეთოდით საქართველოს მდინარეებში წითელი ნუსხის სახეობის მდინარის კალმახის პოპულაცია გაიზრდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში, ოთარ შამუგიასთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მდინარის ქვირითით დათევზიანებაშიც მიიღეს მონაწილეობა. "აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანებაა. ნაკადულის/მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება. „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 98-მდე მდინარე მილიონზე მეტი ქვირითით დათევზიანდა. ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)