|
2024-04-26 16:27:50, 781 ნახვა
რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად წარადგინა. "გამოფენის ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხვედრები მედიის, მსხვილი ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც ორმხრივი თანამშრომლობისა და ყაზახეთში აჭარის პოპულარიზაციის საკითხები განიხილეს. გამოფენის ფარგლებში ასევე ჩატარდა ტურიზმის ფორუმი, სადაც დეპარტამენტის მენეჯმენტმა რეგიონის ტურისტულ მიღწევებზე ისაუბრა. ყაზახეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც ბათუმის მიმართულებით ზრდადია, როგორც ვიზიტორების, ისე პირდაპირი ფრენების რაოდენობა. გასული წლის მსგავსად, დეპარტამენტი წელსაც გეგმავს ყაზახი ჟურნალისტებისა და ტურისააგენტოების მომწვევას რეგიონში, რითიც ხელს შეუწყობს ყაზახი ვიზიტორების მოზიდვას საქართველოში. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოზიციონირება 20-მდე საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე განახორციელა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)