|
2024-04-26 10:00:26, 388 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - ეს ქვეყანა არ გარუსდება, უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს
ეს ქვეყანა არ გარუსდება, უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს, - ასე ეხმაურება „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ „საყოველთაო-სახალხო შეკრებას“. მისი თქმით, ამ დღეს რუსთაველზე იდგება ყველაფერი "ნაგავი", რასაც რუსეთი განასახიერებს და იქ დგომა „ისტორიული სირცხვილია“. „29 აპრილს რუსთაველზე დგომა არის ისტორიული სირცხვილი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას რის გამო აკეთებენ - სჯერათ, რომ ღირსებას იცავენ დასავლეთისგან (იდიოტები არიან); სჯერათ, რომ რუსეთშია ხსნა (მოღალატეები არიან); თუ უჭირთ და შემოსავლის დაკარგვა არ უნდათ (გამყიდვლები არიან). ყველა შემთხვევაში სირცხვილია. მათ თუ არა, მათ შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ. 29 აპრილს რუსთაველზე იდგება კორუფცია, ტყუილი, გადაგდება, ფარისევლობა, კრიმინალი, სიბნელე, წარსული, მოსყიდვა, შანტაჟი, მონობა, ჩმორობა და ყველაფერი ნაგავი, რასაც განასახიერებს დღევანდელი რუსეთი და საითაც მიაქანებს ივანიშვილი ამ ქვეყანას. აი, ღარიბაშვილი იდგება. ამ რუსულ ნაგავში კოტრიალი ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის არჩევანია. მეორე მხარეს არის თავისუფლება, ღირსება, სიმართლე, წესიერება, კეთილდღეობა, გრძელვადიანი მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი და ყველაფერი ის, რის გამოც გონიერ ადამიანებს უნდათ დასავლეთი ამ ქვეყანაში საკუთარი შვილებისთვის. ეს ქვეყანა არ გარუსდება, უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე. შეგახსენებთ, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)