|
2024-04-25 13:10:42, 441 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის - ის ერთი ხელის გაწვდენაზეა
ჩვენ ძალიან ბევრი გმირი გვყავს, ამიტომ, ყველანაირი მცდელობა "მონათა აღლუმის" ჩატარების, არის დამამცირებელი სახელმწიფო მოხელეებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც სააკაშვილმა კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას აღნიშნა, "ერთიანობისა და შეტევის დროა". "ჩვენ ძალიან ბევრი გმირი გვყავს, ამიტომ, ყველანაირი მცდელობა "მონათა აღლუმის" ჩატარების, არის დამამცირებელი სახელმწიფო მოხელეებისთვის. მე მინდა, ვუთხრა მათ - მაქსიმალურად ყველანი ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის - ის არის ერთი ხელის გაწვდენაზე. ხომ ხედავთ, როგორ შეიცვალა მსოფლიოს სიტუაცია; ხომ ხედავთ, როგორ უჭირს ამათ პატრონს; ხომ ხედავთ, როგორ შემოდგომის ბუზებივით იკბინებიან. "მონათა აღლუმში" თქვენი ძალით ჩართვით და ჩამოყვანით, ისინი გამცირებენ თქვენ, ამცირებენ თქვენს ოჯახებს... ჩვენი ამოცანა არის დღეს ერთიანობა და შეტევა... ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ ძალის გამოყენების საშუალება. წავყვეთ ჩვენს ახალგაზრდობას. ისინი სწორ გზაზე დდგანან და ჩვენც ყველას სწორ გზაზე დაგვაყენებენ",- აცხადებს სააკაშვილი. შეგახსენებთ, 22 აპრილს "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)