|
2024-04-24 12:50:30, 448 ნახვა
მსოფლიო
პავილიონისი - „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევას კიდევ 6 ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ითხოვს
„უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევას კიდევ 6 ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში ავრცელებს. პავილიონისის ცნობით, ეს ქვეყნებია: ბელგია, ბულგარეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სლოვენია. „საერთო ჯამში უკვე 20 ევროპელი თავმჯდომარე გამოხატავს პროტესტს საქართველოში რუსული კანონის მიმართ“, - წერს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. შეგახსენებთ, 3 აპრილს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 5 აპრილს, აღნიშნულთან დაკავშირებით, დასავლური ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მოუწოდეს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, მოეხნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან მათი თქმით, ამ „კანონპროექტის წარდგენა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს ძირს უთხრის“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)