20:01 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 10:38:04, 419 ნახვა

პოლიტიკა
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

"ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავმჯდომარის გადაყენებას მხარი საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა.

"ქართულმა ოცნებამ" ქალაქ რუსთავში გახარია/"ნაცმოძრაობის" კოალიცია დაშალა - გადაყენებულია საკრებულოს თავმჯდომარე. გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. თავმჯდომარის გადაყენებას მხარი დაუჭირა საკრებულოს 18-მა წევრმა.

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე დღის წინ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნულიყო რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნებოდა სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი.

გავრცელებულ განცხადებაში ფრაქცია "ქართული ოცნება აღნიშნავდა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჯეროვნად ვერ ასრულებდა საკუთარ მოვალეობებს.

არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას, რაც გამოიხატებოდა ბიუჯეტის დამტკიცების ხელისშეშლაში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასებაში, კონკრეტული პროექტების შეფერხებაში, მოქალაქეების პოზიციების გაუთვალისწინებლობაში და ა.შ.

საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევების გარდა შრომის ინსპექციამ და შემდეგ უკვე საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საკრებულოს ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებები აპარატის თანამშრომელთა მიმართაც.

ცოტა ხნის წინ ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ფრაქციის ოთხი წევრი, რაც კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი აღმოჩნდა "ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რომ დაეწყო რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენების პროცესი",- აღნიშნულია მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics