04:11 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 17:46:46, 414 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - გამჭვირვალობა არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ყველას, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს

ვფიქრობ, გამჭვირვალობა არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რადგან მათი ამოცანა არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხები, რომ ემსახურებოდნენ საზოგადოების ინტერესებს და ემსახურებოდნენ სწორად. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმურია, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განმარტა, საპარლამენტო ფორმატში მოხდება კანონპროექტის პუნქტობრივი განხილვა და საზოგადოებას ექნება მისი შეფასების უფრო უკეთესი შესაძლებლობა.

„კანონის მიღების პროცესში იქნება შინაარსობრივი განხილვები საპარლამენტო ფორმატში, ვფიქრობ, რომ ეს სწორი ფორმატი, ვიმსჯელოთ კონკრეტულ საკითხებზე. იცით, რომ  პარლამენტში წარმოდგენილია სხვადასხვა პოლიტიკური ძალა, ამიტომ, ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებსაც განსაკუთრებული წინააღმდეგობა აქვთ ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, შეეძლებათ, კონკრეტულ მუხლებზე, კონკრეტულად შინაარსზე დასვან კითხვები და საზოგადოება შეაფასებს, თუ რა არის ამ კანონის შინაარსის მიღმა, ყველა გაიგებს, რა არის არგუმენტები, რა არის კონტრარგუმენტები და დასკვნას გამოიტანს", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, როცა საუბარია გამჭვირვალობის მოთხოვნაზე, ანგარიშვალდებულებაზე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics