|
2024-04-22 16:55:28, 314 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი - მესტიის აეროპორტს სრულიად განახლებული სამგზავრო ტერმინალი ექნება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო კარგად ვემსახუროთ მგზავრებს
მესტიაში ახალი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება იწყება - პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მესტიის აეროპორტს სრულიად განახლებული სამგზავრო ტერმინალი ექნება. დავითაშვილმა პროექტის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე ჩაატარა კონკურსი, სადაც საკმაოდ დიდი იყო დაინტერესება - კონკურსში 18 ქართული არქიტექტურული კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებული გახდა კომპანია Green Studio, რომელმაც ტერმინალის საუკეთესო პროექტი წარადგინა. „ვფიქრობ, მესტიისთვის ეს იქნება კიდევ ერთი, ახალი მიზიდულობის ცენტრი, ეს იქნება ვიზუალურადაც გამორჩეული, ასევე შინაარსით და ფუნქციურად საკმაოდ კარგი, ახალი საავიაცო ტერმინალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო კარგად ვემსახუროთ მგზავრებს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ამასთან, როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, ტურიზმის ზრდის გათვალისწინებით სვანეთში არსებული საავიაციო ინფრასტრუქტურა დღესდღეობით საკმარისი აღარ არის - მესტია და, ზოგადად, სვანეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონია, ამ მიმართულებით ტურისტების დაინტერესება საკმაოდ დიდია, რის გამოც მიღებულ იქნა ახალი სამგზავრო ტერმინალის აშენების გადაწყვეტილება. „მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგები ტურისტთა რაოდენობის კუთხით საკმაოდ შთამბეჭდავია - ჩვენ გადავაჭარბეთ არათუ გასული წლის, არამედ 2019 წლის მონაცემებსაც და მილიონზე მეტი ტურისტი გვყავდა, 1,300 000 ვიზიტორი. ასე რომ, ვფიქრობ, რომ პროგნოზები, რომელიც ტურიზმის სექტორში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების კუთხით 2024 წლისთვის გვქონდა, აბსოლუტურად გამართლდება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. გამარჯვებული პროექტის თანახმად, ახალი ტერმინალი მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობის გამტარუნარიანობაზე გათვლილი, თანამედროვე სტილის, ერთსართულიანი შენობა იქნება. გაფრენისა და მოფრენის დარბაზებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სერვისები, კვებისა და სავაჭრო სივრცეები. ტერმინალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2025 წელს დასრულდება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)