|
2024-04-22 16:06:36, 441 ნახვა
პოლიტიკა
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საჯარო მოხელეებს - დადექით სახელმწიფოებრიობის, ახალი თაობისა და ევროპული მომავლის გვერდით
პარტიები “გირჩი - მეტი თავისუფლება” და “დროა“ "ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილისთვის დაანონსებულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" ეხმაურებიან და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. მათი განცხადებით, მმართველი პარტია წნეხში ამყოფებს საჯარო მოხელეებს და არ აძლევს პოზიციის თავისუფლად დაფიქსირების საშუალებას. „ჩვენ კარგად ვიცით პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეების მიმართ, რათა თქვენ თავისუფლად არ დააფიქსიროთ სამოქალაქო პოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ. სისტემა ლპობის საბოლოო ფაზაშია და თქვენი ადგილი არა ამ რუსული სისტემის, არამედ საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების გვერდით, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზეა. ჩვენ გვჯერა მოქნილი, მცირე, ეფექტიანი, მაღალპროფესიული და პოლიტიკური გავლენებისაგან თავისუფალი საჯარო სამსახურის. ჩვენ გვჯერა პროფესიონალი, კარიერული საჯარო მოხელეების და ვაფასებთ მათ წვლილს დამოუკიდებული საქართველოს დემოკრატიზაციასა და მოდერნიზაციაში. ვდებთ პირობას, რომ ოლიგარქ ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის დასრულებისა და კოალიციური, ევროპული მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, ვიბრძოლებთ, რომ ბაღის აღმზრდელებს, სკოლის მასწავლებლებს, უბნის ინსპექტორებს, სოფლის რწმუნებულებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს, სხვა საჯარო მოხელეებს, აღარასდროს მოუწიოთ მმართველი ძალის სასარგებლოდ საარჩევნო ხმების გამოძალვა. კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები აღარასდროს გახდნენ პროპაგანდის ინსტრუმენტი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში. აღარასდროს მოგიწიოთ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, ხელმძღვანელობის მითითებით, გააზიაროთ და დააკომენტაროთ მთავრობისთვის სასურველი შინაარსები სოციალურ ქსელებში. საჯარო სამსახურში მიღებისა და კარიერული დაწინაურების პროცესი დაეფუძნოს კომპეტენციას, პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას და არა მმართველი ძალის პოლიტიკურ ერთგულებას. დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!", - აღნიშნულია პარტიების განცხადებაში.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)