21:05 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 12:38:46, 363 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - განსხვავებული ცხოვრების წესი არ არის შეზღუდული, თუმცა ლგბტ საკითხების პროპაგანდა აკრძალული უნდა იყოს

განსხვავებული ცხოვრების წესი არ არის შეზღუდული, თუმცა ლგბტ საკითხების პროპაგანდა აკრძალული უნდა იყოს,- ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა თქვა, საკითხის განხილვას ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.

"მოგეხსენებათ, დღეს ვიწყებთ საყოველთაო სახალხო განხილვებს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ. იცით, რომ საკითხი უკავშირდება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის საკითხს. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენს საზოგადოებას მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივ რეგულირებასთან გვაქვს საქმე. ვიწყებთ დასავლეთ საქართველოთი, ვიწყებთ ქუთაისით და შესაბამისად, მთელი კვირის განმავლობაში მოვივლით ყველა შესაბამის ქალაქს და ჩვენს საზოგადოებას მივაწვდით მაქსიმალურ ინფორმაციას.

სამწუხაროა, რომ ოპოზიციის მთელმა რიგმა წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ამ განხილვას. ეს მიანიშნებს მათ ღირებულებებზე, იმაზე, რომ მათ საზოგადოებისთვის სათქმელი ბევრი არ აქვთ, თუმცა ჩვენ ჩვენს ხალხთან ერთად უზრუნველვყოფთ იმას, რომ ეს საკითხები იყოს მაქსიმალურად გაშლილი, რომ ლგბტ პროპაგანდა არის მიუღებელი. ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ვინმეს უფლებაში უხეშად ჩარევას და ვინმეს უფლების შეზღუდვას. განსხვავებული ცხოვრების წესი არ არის შეზღუდული, თუმცა მიგვაჩნია, რომ ლგბტ საკითხების პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს აკრძალული",- თქვა ოხანაშვილმა.

"ექსპრესნიუსი" ემიჯნება პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ ჰომოფობიურ და შეუწყნარებელ განცხადებებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics