|
2024-04-22 11:43:57, 311 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - ხოშტარიას ოჯახი პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ეს ოჯახი პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "დროას" ლიდერზე, ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა. ოხანაშვილის თქმით, მსგავსი ქმედება ევროპულ ღირებულებებთან კავშირში არ არის. "ეს მეტყველებს ბევრ რამეზე, ეს ოჯახი პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. როგორც ჩანს, მათი პერსპექტივიდან ახლა განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებია, რომ ეს დაფინანსება მიიღონ და როგორც ჩანს, არ ელოდნენ იმას, რომ ეს ინფორმაცია შეიძლებოდა ყოფილიყო საჯარო და მოქალაქისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ფაქტია, რომ ეს ხალხი ოკუპანტი ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებს შემოსავალს და გამოდიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. რა თქმა უნდა, ოკუპანტი ქვეყნიდან თანხის მიღებას არავითარი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და ეს არის რა თქმა უნდა, ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი ხალხი ყოველთვის უნდა იყოს მხილებული",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)