|
2024-04-20 11:22:26, 747 ნახვა
რეგიონი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, რაჭის რეგიონისთვის დაცული ტერიტორიის შექმნის პოტენციალის შესწავლა, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით უმნიშვნელოვანესია, რათა მოსახლეობა გაეცნოს დაცული ტერიტორიების დაარსებით მიღებულ შესაძლო სარგებელს რეგიონული განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კონტექსტში. “მიმდინარე ეტაპზე, რაჭის რეგიონში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კვლევა რაჭის ეროვნული პარკის გაფართოების და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით. საინფორმაციო შეხვედრები გარემოს დაცვისა დასოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარეობს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების ქსელის და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის „გოპა“ წარმომადგენლების ჩართულობით. მომდევნო ეტაპზე შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც გაგრძელდება”, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)