19:51 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 11:54:22, 477 ნახვა

პოლიტიკა
რომის პაპი საქტემბერში შესაძლოა საქართველოს ეწვიოს

რომის პაპი, ფრანსისკ პირველი სექტემბერში სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში, შესაძლოა საქართველოს ეწვიოს, - ამის შესახებ ინფორმაციას იტლიური გამოცემა "ლასტამპა" ვატიკანზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც გამოცემა "ლასტამპა" წერს, რომის პაპის სამხრეთ კავკასიაში ტურნესთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, რომის პაპის საქართველოში ვიზიტი ივნისში უნდა შემდგარიყო, თუმცა, კუნძულ კრეტაზე დაგეგმილი მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდი კრების გამო გადაიდო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე წმინდა კრებას ასევე დაესწრება.

როგორც "ლასტამპა" ვატიკანზე დაყრდნობით იტყობინება, სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში, რომის პაპი საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ჩავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics