21:51 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-16 16:36:51, 381 ნახვა

პოლიტიკა
უმრავლესობამ ჰომოფობიური კანონის განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა კონსტიტუციური კანონპროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა.

ჰომოფობიური კანონპროექტის განხილვის "ქართული ოცნების" დეპუტატები მის მხარდამჭერებს შესთავაზებენ.

პარლამენტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა. 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მეორე მუხლის შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით,  საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა.

ჰომოფობიური კანონპროექტის განხილვის კომისიაში "ქართული ოცნების" დეპუტატები და მათთან ასოცირებული პირები შედიან.

კომისიის შემადგენლობაში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი; საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი; საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია; საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ წევრი შალვა კერესელიძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ნინო შავგულიძე.
პარლამენტმა წარმოდგენილ საკითხს კენჭი უყარა და 77 ხმით მხარი დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics