2024-04-11 15:54:07, 282 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში 14 ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელებას განაგრძობს. მათ შორის არის ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე, სამუშაოები 14 მისამართზე დასრულდა, რისთვისაც 565 000 ლარამდე დაიხარჯა, ხუთ მისამართზე კი სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და გამგეობის მიერ 100%-ით დაფინანსდა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),