18:41 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 23:31:45, 385 ნახვა

საზოგადოება
სარჯველაძე - ჩემი მიზანი, თითოეული იმ ადამიანის პრობლემის გადაწყვეტაა, ვისაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები აწუხებს

ჩემი მიზანი, თითოეული იმ ადამიანის პრობლემის გადაწყვეტაა, ვისაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები აწუხებს. ამაზე სამინისტროც მოტივირებული იქნება. ჩემთვის, მოვალეობა არსებობს იმის მიღმა, თუ ვინმე პეტიციას აწერს ხელს, ან უკმაყოფილებას სხვა ფორმით გამოხატავს, არასწორად ან სწორად ავრცელებს ინფორმაციას, -  განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ. 

მისივე თქმით, ონკოლოგიური პაციენტების ინდივიდუალური, თუ ზოგადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მომავალშიც, ამავე გზით გააგრძელებს მუშაობას. 

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს, შეხვედრაზე, ვინმეს, ან არასწორად მოვეპყარი, ან არასწორი კომუნიკაცია მქონდა. მე ვაგრძელებ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების როგორც ინდივიდუალურ, ისე ზოგად პრობლემებზე მუშაობას.
თუ ამ ფონზე, თქვენ ხედავთ საჭიროებას, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს მოუწოდოთ, აქციები გააგრძელონ და საკუთარი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენონ, მე ამას ნამდვილად ვერ მოვიწონებ, ვერავის მხრიდან. იმის გამო, რომ ვიღაცას სურვილი აქვს, ღია კარი ამტვრიოს, ვერ მოვიწონებ, რომ რომელიმე ონკოლოგიური პაციენტის ჯანმრთელობა საფრთხეში დადგეს. არ არსებობს ამის საჭიროება. 

შეგვიძლია, აბსოლუტურად გახსნილად და საჯაროდ ვიმუშაოთ თითოეულ პრობლემაზე, რომელზეც მათ შორის, იმ შეხვედრაზე იყო საუბარი. უკლებლივ ყველაფერთან დაკავშირებით, შემიძლია, სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ, რა თქმა უნდა, პერსონალური მონაცემების დაცვით და პაციენტების თანხმობით, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ“, -  განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics