08:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 15:43:08, 298 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - აღნიშნული კანონის არმიღება იმ დონორების ინტერესში შედის, რომელთაც სურთ დააფინანსონ პოლარიზაცია

სამწუხარო რეალობაა ის, რომ ეს დონორები შენიღბული არიან, თითქოს ქვეყნის განვითარებას  უწყობენ ხელს, რეალურად კი  აფინანსებენ ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირებას,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქვეყნის ინტერესები დაზარალდეს. 

„აღნიშნული კანონის არმიღება შედის ისევ იმ დონორების ინტერესში, ვინც არიან შენიღბული იმით, თითქოს ქვეყნის განვითარებას და დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს უწყობენ. რეალურად კი, ისინი  აფინანსებენ ყველანაირ ბოროტებას, სიბინძურეს, რომელიც შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს - ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირებას, პოლარიზაციას. აი, ეს არის სამწუხარო რეალობა. 

ჩვენ არ დაგვავიწყდეს ერთი რამ - ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო.  გუშინ იყო 9 აპრილი, იმ გმირების დღე, ვინც  იბრძოდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, რათა ვყოფილიყავით სუვერენული ქვეყანა. მე არ მინდა ეს შეიფუთოს, როგორც ერთი ბატონის მეორე ბატონით ჩანაცვლება, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, სანამ ვართ ხელისუფლებაში, ყოველთვის გავატარებთ და დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. არცერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის  ინტერესების დასათმობად“,- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics