04:04 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-09 19:24:16, 373 ნახვა

პოლიტიკა
საპროტესტო აქცია რომელიც რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობით დაიწყო პარლამენტთან მიმდინარეობს - live

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! -გამჭირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ  მიმდინარე მსვლელობა პარლამენტთან დასრულდა. საკანონმდებლო ორგანოსთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან სლოგანით: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", “ჩვენ ვირჩევთ ევროპას", "საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!", "ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!“.

„თავისუფლების მარშს“ შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

პროტესტის მონაწილეებს აქციაზე მიტანილი აქვთ ყვავილები.

„ყვავილები მოვიტანეთ, რათა თავისუფლების მარშის მონაწილეებს დავურიგოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ პოზიტიური, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები. ვატარებთ მარშს, რათა პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე დადეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. უნდა გავაგებინოთ ყველას, რომ ბრძოლა არ არის დასრულებული. თავისუფლებისთვის ბრძოლა არის რთული, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, საქართველოში მიღებული კანონპროექტები უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უკეთესად, ჰქონდეთ უკეთესი შემოსავალი, ჯანდაცვა, უკეთესი სამუშაო ადგილები.

„ხელისუფლებას წარმოდგენილი აქვს კანონპროექტი, რომელიც ერთი ერთში აისახება, როგორც პუტინის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics