|
2024-04-09 12:57:30, 616 ნახვა
რეგიონი
ქედაში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრები 9 აპრილის სკვერში შეიკრიბნენ და მემორიალი სიმბოლურად ტიტებით, გვირგვინით და სანთლებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. მერიის ცობით, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში 21 დაღუპულის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სხალთის ეპარქიის დეკანოზმა, ევდემოზ ალელიშვილმა და დეკანოზმა, ბართლომე ჩხიკვაძემ გადაიხადეს. "საგალობლები ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "ელესამ" შეასრულა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)