|
2024-04-09 12:45:10, 420 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - გვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა მტერ სახელმწიფოს არ ჩააბაროს
35-წლისთავზეც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის; ბრძოლა იმისთვის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა არ ჩააბაროს მტერ სახელმწიფოს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, საქართველოში "ერთობის ფასი არაფერია". "ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე კარგად ესმით, ერთობის ფასი და იმის ფასი, რომ ფაქტობრივად, ხალხისთვის შეუძლებელი არაფერია მიუხედავად იმისა, მოწინააღმდეგე ვინ შეიძლება იყოს მათთვის. შესაბამისად, ჩვენ 35-წლისთავზეც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის; ბრძოლა იმისთვის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ რეალობაში ქვეყანა არ ჩააბაროს მტერ სახელმწიფოს. ამიტომ, ერთობის ფასი ამ ქვეყანაში არაფერია. ერთ მუშტად შეკრულებს, ცხადია, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია!“- აცხადებს ხაბეიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)