10:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-08 19:13:49, 417 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის იურიდიული კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს

პარლამენტის ბიურომ  „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა.

იმის გათვალისწინებით, რომ 9 აპრილს დასვენების დღეა, კომიტეტი პროცედურით გათვალისწინებულ სამდღიან ვადას დაიცავს და ცვლილებებზე პირველი მოსმენით მომავალი კვირის ორშაბათს იმსჯელებს.

„კომიტეტი კანონპროექტებს პარასკევს, 12 აპრილს განიხილავს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

„ქართული ოცნების“ მიერ ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. მასთან ერთად დაინიცირდა ორი ალტერნატიული პროექტი გიორგი გახარიას გუნდის მიერ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics