|
2024-04-08 15:42:10, 629 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულებთან სამუშაო თათბირი გამართა
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულებთან სამუშაო თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის მოისმინეს ინფორმაცია სოფლებში არსებულ ვითარებაზე. "ისაუბრეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე, საზაფხულო იალაღებზე საგზაო ინფრასტრუქტურისა და ელექტროენერგიის უზრუნველყოფის საკითხებსა და ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავების პროგრამაზე, რაზეც რწმუნებულება მიიღეს შესაბამისი დავალებები.
ყურადღება გამახვილდა სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამის მიმდინარეობასა და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგზე. სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე, გურამ ზოიძე და რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)